16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

გია ნოდია: ირანის ომის შეფასება ზედმეტადაა დამოკიდებული ტრამპის პიროვნებაზე, რაც არასწორია

პოლიტოლოგი გია ნოდია ირანის ომს ეხმაურება.

“ჩემი დაკვირვებით, ირანის ომის შეფასებები ზედმეტადაა დამოკიდებული დონალდ ტრამპის პიროვნებისადმი დამოკიდებულებაზე. ეს ფსიქოლოგიურად გასაგებია, მაგრამ არასწორა. უნდა ამოვიდეთ იქიდან, რაშია ომის კონკრეტული მიზნები და შეუძლიათ თუ არა ამერიკას და ისრაელს მათი შესრულება.

ვიცი, რომ ეს მიზნები ტრამპს ნათლად არსად ჩამოუყალიბებია, მაგრამ მე მგონი, მათი გამოყოფა შეგვიძლია.
პროგრამა-მაქსიმუმია რეჟიმის შეცვლა დასავლეთის მიმართ შედარებით მეგობრული რეჟიმით. მაგრამ ეს ომის ძირითადი მიზანი არ ყოფილა. ტრამპიპც და ნეთანიაჰუც ამ საკითხში თანმიმდევრულები არიან: ჩვენ რეჟიმს ვასუსტებთ, მაგრამ მისი შეცვლა ირანელი ხალხის საქმეა.
პროგრამა მინიმუმია ირანის სამხედრო პოტენციალის რადიკალური შემცირება, ისე, რომ მან რაღაც ხანი პრობლემები ვერ შექმნას. ეს მიზანი უკვე შესრულებულია. ტრამპს ყოველ წუთს შეუძლია ომი დაამთავროს და თქვას, მოვიგეო (ცხადია, ამ შემთხვევაში ირანის მთავრობაც ამასვე იტყვის). მაგრამ ასე დამთავრება მისთვის პოლიტიკურად წამგებიანია. ეს თორმეტდღიანი ომის დამთავრების შემდეგაც ითქვა, ახალი ომი რაღა საჭირო იყო?
ამ ორ პოლუსს შორის არის ორი ამოცანა, რომლისგან თუნდაც ერთის შესრულება ტრამპს გაცილებით მეტი ადამიანი დაეთანხმებოდა, რომ ომმა ხელსესახები შედეგი მოიტანა და, მაშასადემე, გამართლებული იყო.
ერთია ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარება და შესაბამისად, მისი ნავიგაციისთვის გახსნა. მეორეა ირანის მფლობელობაში მყოფი გამდიდრებული ურანის განადგურება ან კონფისკაცია.
რამდენად შესრულებადია თითოეული ეს ამოცანა? არ ვიცი, სამხედრო ექსპერტი არ ვარ. თუმცა ვხედავ, რომ ამაზე ერთიანი აზრი არ არსებობს.
ცხადი ისაა, რომ მხოლოდ დაბომბვით ვერც ერთ ამ ამოცანას ვერ მიაღწევ. სახმელეთო ოპერაციაა საჭირო. ეს ძალიან სარისკოა და შეიძლება გაცილებით უფრო დიდ ამერიკულ მსხვერპლს ნიშნავდეს. ტრამპს ამის თავიდან აცილება ურჩევნია, მაგრამ შეიძლება მაინც მოუწიოს.
ყველაზე პოპულარული თემაა ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ ხარგის აღება, რაც ამ სრუტის და, მეტიც, ირანის ნავთობის ექსპორტის გაკონტროლებას ნიშნავს. ასეთი რამ ირანისთვის კატასტროფა იქნებოდა (ამის შემდეგ რეჟიმის შეცვლაც უფრო რეალისტური ხდება).
შეუძლია ამერიკას ეს? და რა ფასად? ამის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ სადაც ამხელა ერაყი სამ კვირაში აიღო (შემდეგ რა მოხდა, სხვა თემაა), რატომ არ უნდა შეძლოს?
თუ, ხარგის დაკარგვის შიშით, ირანის მთავრობა სერიოზულ დათმობებზე წამოვა?

ეს ყველაფერიო ვარაუდებია, მაგრამ რასაც ამ თემაზე ვკითხულობ, ყველაფერი ვარაუდია. შეიძლება ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს; შეიძლება, ხვალ გამოგვიცხადონ, რომ ამერიკა-ირანის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ომიც მორჩა”,_ წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი: ირანმა ტრამპის სრუტე უნდა გახსნას, ჰორმუზის სრუტეს ვგულისხმობ
შემდეგი სტატიაკოალიცია “ცვლილებისთვის” წევრის ავტომობილი გატეხეს