პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში ეხმაურება გიორგი ბარამიძის დაკავებას.
“ჩვენი მმართველი რეჟიმი ყოველდღე იდიოტიზმის და უზნეობის ახალ სიმაღლეებს იპყრობს. სულ გგონია – “ამაზე უარესს რაღას იზამენ”, მაგრამ ახერხებენ. ესეც ნიჭია. გია ბარამიძის დაპატიმრება დღევანდელი რეკორდია. არასოდეს იცი, რას იზამენ ხვალ”,_ წერს გია ნოდია.








