გია მურღულია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება

ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს და თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი, ხოლო ჟურნალისტები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას სრულად ხელშეუხებლები უნდა იყვნენ – ის გამაოგნებელი სისასტიკე, რაც ვიხილეთ, ვერაფრით, ვერანაირი მოტივაციით თუ მიზნით ვერ გამართლდება და წესიერი საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას იწვევს.
სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომები მსგავსი საშინელების აღსაკვეთად – სამოქალაქო მშვიდობის უზრუნველყოფა მისი უპირველესი მოვალეობაა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივალთ, რაც განვითარების გზაზე კიდევ წლობით შეგვაფერხებს.
ყველა პრობლემა შეიძლება მშვიდობიანი გზით მოგვარდეს და ამ მიზნის მისაღწევად ყველა გონივრული გზა უნდა გამოვიყენოთ – მთავარია ისეთი მიჯნა არ გადავლახოთ, რომლიდანაც უკან მობრუნება შეუძლებელი იქნება,-წერს გია მურღულია

banner
წინა სტატიაში“თაიმერი” კატეგორიულად გმობს ძალადობას „ტვ პირველის“ ჟურნალისტის და ოპერატორის მიმართ
შემდეგი სტატიაპაატა დავითაია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას ეხმაურება