გია მაისაშვილი: ტომოგრაფიამ კვლავ სტაბილური შედეგი გვიჩვენა

დღეს მორიგმა ტომოგრაფიამ კვლავ სტაბილური შედეგი გვიჩვენა, ის ავად სახსენებელი არ გაზრდილა. 30 ში ლონდონში მივდივართ 10 დღით,ამდენი ხნის მონატრებული შვილების სანახავად. შალვა, 14 წლისაა და ერთი სული აქვს სანამ დამეტოლება, წინა ჩასვლაზე მხოლოდ ერთი სანტიმეტრით ღა ვუსწრებდი. ახლა კი მეუბნება ,”უკვე გაგისწარიო” . ჩემთან ფეხბურთის სათამაშოდ ( ჩვენი საყვარელი გართობა იყო)ემზადება. ის არ იცის რომ ძველებურ ფორმაში ვეღარ ვარ. რაღაც უნდა მოვიმოქმედო თავი რომ არ შევირცხვინო. ბიჭებს რომ მამა ყველაზე უძლეველი ჰგონიათ იმ სტადიაშია ჯერ კიდევ. ნეტავ ასე იყოს და ეს სიმსივნეც ღვთის შეწევნით დაემარცხებინოს მამამისს. ჩვენი ყველას შვილების გამარჯვებისა იყოს, უდროო ობლობისგან დაიცავი ისინი, ღმერთო!თქვენ რას დამაბარებდით მათთან ? ჩემო ძვირფასებო!-წერს გია მაისაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიკოკოითი: „მაღალი ეშელონები მზად არიან, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა საკუთარი პოლიტიკური კარიერის ხარჯზე გაყიდონ!“
შემდეგი სტატია21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეა