გია მაისაშვილი: “სიცოცხლე მწყურია ასმაგად უფრო”

giaaa“უდიდესი მადლობა ამდენ სიყვარულით აღსავსე გულებს თქვენსას, რა ბედნიერია კაცი რომელსაც ამდენი გულწრფელი ახლობელი ჰყავს. ათას კოცნას გიგზავნით ყველას. სიცოცხლე მწყურია ასმაგად უფრო, რაგან მსურს ლიდერთა სკოლის ახალი უთანამედროვესი სწავლება რომელიც ბრიტანელების თხოვნით იქ უნდა განგვეხორციელებინა ,გავაკეთოთ აქ და ხელმისაწვდომი გავხადო ყველა ქართველისთვის ვისაცექნება სურვილი, რათა უზრუნველვყოთ მათი წარმატება თანამედროვე ორგანიზაციაში. მეორე, დავიწყოთ საქველმოქმდო ფონდი სიმსივნესთან მებრძოლიადამიანებისთვის, რომ მივცეთ ხმა მათ ვისაც არაა აქვს ხმა და თავის დაცვა არ შეუძლია დამოუკიდებლად. მთავარია თანაგრძნობა და განცდა იმისა რომ მარტო არავინაა. სიკეთე და სიყვარული ბოლოს მაინც იმარჯვებს. თითოეულ ჩვენთაგანში რამდენად მეტია სიკეთე და სიყვარული ვიდრე ხანდახან დაუფიქრებელი ბოროტება რომლითაც წრთმანეთს გულს ვატკენთ ხოლმე. ყველა პრობლემის საწყისი არა საკმარისი სიყვარულია და მისი დაძლევაც სიყვარულის გაზრდაშია. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვჭირდებით სიხარულშიც და განსაცდელშიც. ჩვენ ყველას გვჭირდევა ერთმანეთის შეგულიანება და წახალისება კეთილი საწყისის გასამარჯვებლად. ჩემი გული სავსეა გამარჯვების იმდით და თქვენი უზომოდ დიდი სიყვარულით. მადლობა სიცოცხლის კვლავაც აგრე რიგად შეყვარებისთვის. მააადლლობელიიი ვაარ …
სიცოცხლე გაიმარჯვებს!!!”-წერს გია მაისაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე

banner
წინა სტატიაშიშვედეთის მეფემ და დედოფალმა ქორწინების 40 წლისთავი აღნიშნეს
შემდეგი სტატიაბათუმში ახალგაზრდა ქალის სასტიკად ცემაში ბრალდებულმა ქვეყანა დატოვა