გია მაისაშვილი: ბოდიშს გიხდით ცუდი ამბავი უნდა გითხრათ – სამწუხაროდ, სასწაული არ მოხდა

გია მაისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ უმკაცრესი 40-დღიანი შიმშილობა უშედეგოდ დასრულდა. პოლიტიკოსის განცხადებით, “აგრესიული სიმსივნე ისევ იქაა”.
“ჩემო ძვირფასებო, უმკაცრესი 40 დღიანი შიმშილობა დასრულდა, უშედეგოდ გუშინ გადავიღეთ სკანირება ტვინის, ველოდი სასწაულს, მაგრამ სამწუხაროდ სასწაული არ მოხდა, ბოდიშს გიხდით რომ ცუდი ამბავი უნდა გითხრათ, ის აგრესიული სიმსივნე ისევ იქაა და თუ არ შეჩერდა … თქვენ და მე ყველაფერი ვცადეთ, მეტი რაღა შეგვი ძლია, გარდა იმისა რომ ამერიკიდანგვაცნობეს ახალ სამედიცინოგარღვევაზე ამ ტიპის სიმსივნის დამარცხებაში და დოის დაკარგვის გარეშე სასწრაფო წასვლაა საჭირო და იმ კლინიკურ ექსპერიმენტში მონაწილეობა. წყალწაღებული ხავსს ე ჭიდებოდაო შეიძლება ისე მომდის მაგრამ სიკვდილთან დანებება ასე ნაადრევად მაინც არ მსურს, ამდენი სიყვარული არ მეთმობა ასე ადვილად. ყოველ წამს მოუფრთხილდით, ახლობლებს გულს ნუ ატკენთ. ბოდიში ყველას”- წერს პოლიტიკოსი.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკომ დონბასის აღდგენისთვის 120 მილიონი დოლარის გამოყოფის განკარგულებას მოაწერა ხელი
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: თუკი ნიკა გვარამია ჩემი იუსტიციის მინისტრობით არის უბედური, ეს მხოლოდ გამიხარდება