15.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ოქტომბერი 13, 2026
banner

“გია ლორთქიფანიძე ერთადერთი ექსპორტი იქნება საქართველოდან”-მიხეილ სააკაშვილი

ბებიაჩემი მზია წერეთელი

სააკაშვილმა ადეიშვილის ოდესისოდესის გუბერნატორმა და საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ოდესის ოლქის მილიციის უფროსად, საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის დანიშვნა დაადასტურა.

ოდესის გუბერნატორის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ზაფხულის დასრულებამდე ოდესის მილიცია განსხვავებულად იმუშავებს. მისივე თქმით ლორთქიფანიძის დანიშვნა უკრაინის შს მინისტრთან არსენი ავაკოვთან და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან შეთანხმებულია და ისინი მის თხოვნას გაგებით მოეკიდნენ.

“პოლიციის გენერალი გია ლორთქიფანიძე, ჩემი ერთადერთი ექსპორტი იქნება საქართველოდან. ახლა რეგიონში მილიცია ძალიან ცუდად მუშაობს. გიორგი ლორთქიფანიძე სუფთა ადამიანია. ზაფხულის დასრულებამდე ოდესის რეგიონში, მილიცია სრულიად სხვანაირად იმუშავებს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი პოლიციის შემოღება, ძირითადად კი ეს საპატრულო პოლიციას ეხება, დაჩქარდება, რადგან ეს საკურორტო სეზონის დაწყებამდე აუცილებელია.

ცნობისთვის, გია ლორთქიფანიძე საგამოძიებო უწყებებმა მოწმის სტატუსით 26 მაისისა და ე.წ. ლაფანყურის საქმეზე დაკითხეს. მან 26 მაისის საქმეზე, რომელზეც შს ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს პატიმრობა აქვს შეფარდებული, ჩვენება სასამართლოსაც მისცა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი და სობჩაკი მოსახლეობას ხვდებიან+ფოტო
შემდეგი სტატიაგებელსის არიული რომანი არაარიელთან