გია კორკოტაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვა

საპროტესტო აქცია გაიმართა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან. ქართული მისიის თავმჯდომარე, გია კორკოტაშვილი პარტიის ოფისთან თანაგუნდელებთან ერთად მივიდა. ისინი “ქართულ ოცნებას” სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდებდნენ.

აქციის მონაწილეებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ფიტული და ცოცხები მიიტანეს და საკუთარი პროტესტი ფიტულის დაწვით გამოხატეს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ნაციონალური მოძრაობის წევრების დასჯას მოითხოვენ.

აქციაზე იმყოფებოდა სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: „პოლიტიკური სიტუაციის შეცვლა მიშას დაბრუნებას შეუძლია!“
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე: NDI-ის კვლევამ აჩვენა, რომ ენმ ხელისუფლების ერთადერთი ალტერნატივაა