გია ხუხაშვილი:დიდი ბოდიში, მაგრამ მატარებელი უკვე ჩავლილია

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებაზე “რეზონანსთან” ინტერვიუში კომენტარს აკეთებს ექსპერტი გია ხუხაშვლი:

“სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ მერაბიშვილის დაკავების მიზეზზე პრობლემას ვერ ხედავს, პრობლემას ხედავს იმაში, რომ უკვე პატიმარ მერაბიშვილზე ვიღაცას ზეწოლის მცდელობა ჰქონდა, რათა სხვებზე გასულიყო და შემდგომ სისხლის სამართლის საქმეების ინიცირება მოეხდინა. ფაქტობრივად, ამ განჩინებაში წერია, რომ კბილაშვილი მოგენატრებათო.
ვიღაცები საკუთარი თავის გადასარჩენად კი აბსოლუტურად გაუგებარ რიტორიკას არჩევენ. ეს განსაკუთრებით იუსტიციის მინისტრს ეხება, რომელსაც კარგად ესმის, რომ ეს მარტივი საქმე არაა და აქ მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი გარდაუვალია.
ვინ არიან პასუხისმგებლები? იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ეს საქმე მიჰყავდა, მთავარი პროკურორი, რომელიც მერაბიშვილის მხრიდან ბრალდებული იყო და მასზე საქმე არ აღიძრა. არადა, მაშინ ეს საქმე რომ აღძრულიყო, შეიძლება სტრასბურგს დღეს ეს გადაწყვეტილება არ გამოეტანა. ამათმა თემის საერთოდ მიჩქმალვა რომ დაიწყეს, ამიტომ მოჰყვა მძიმე შედეგი სტრასბურგიდან.
გასაგებია, რომ მაშინდელი პროკურორი ფარცხალაძე თავის საქმეს არ გამოიძიებდა, თუმცა, ხელმძღვანელობა შეიცვალა, მათ კი რა გააკეთეს?- სამქე მიჩქმალეს და არ გამოიძიეს. შესაბამისად, ამ სამი ადამიანის პასუხისმგებლობა აქ გამჭვირვალედ ჩანს.
წულუკიანის დღევანდელი რიტორიკა, რომ ისინი ამას გაასაჩივრებენ… დიდი ბოდიში, მაგრამ მატარებელი უკვე ჩავლილია. გამოტანილი განაჩენის გასაჩივრება რომ უპერსპექტივოა, ეს წულუკიანმაც კარგად იცის, მაგრამ ახლა ის როგორმე საქმის გადაგორებასა და თავის გადარჩენას ცდილობს. სინამდვილეში კი ამ საქმის გასაჩივრებით უარეს შედეგს მივიღოთ.” – აცხადებს გია ხუხაშვილი “რეზონანსთან” საუბარში.

banner
წინა სტატიაში2016 წლის არჩევნები ღირსეულად ჩავატაროთ
შემდეგი სტატია(video) მაგდა პაპიძის და, დედა და დედამთილი პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს