“არგუმენტებით უნდა ვცადოთ დამარცხება არასწორი აზრის და არა ისე, რომ რაღაც იარლიყი მივაწებოთ”

ქართულ-ამერიკულ წვრთნებსა და ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას, საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის დამფუძნებელი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა. იგი წინააღმდეგია აღნიშნულ განცხადებებს პასუხი არგუმენტების გარეშე გაეცეს.

„თუ ვინმე, მეჭიაური იქნება თუ კიდევ ვინმე, რაღაცას ფიქრობს, თუნდაც ძალიან მიუღებელს, ჩვენ არგუმენტებით უნდა ვცადოთ დამარცხება არასწორი აზრის და არა ისე, რომ რაღაც იარლიყი მივაწებოთ, რომ ის ვიღაცის ინტერესებს ატარებს.

მიუხედავად იმისა, რომ მაღალი აზრის არ ვარ მეჭიაურზე, ამ შემთხვევაში, არც იმის მომხრე ვარ, რომ ახლა ავდგეთ და ალქაჯებზე ნადირობა გამოვაცხადოთ“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდება, თუ იგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარს არ იტყვის. დეპუტატის თქმით, მსგავს განცხადებებს ნატოს მაღალჩინოსნები აკეთებენ.

ამასთან, მეჭიაური ქართულ-ამერიკული წვრთნების დაწყებას არ მიესალმება და მის ამ პოზიციას განსაკუთრებული სიფრთხილით ხსნის.

banner
წინა სტატიაში“კონსულტაციები საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით იგი დანომრილი არ არის”
შემდეგი სტატია„ქალი უნდა იყოს „კუხნაში“, თუ იქ მაინც გამოდგება“- მეჭიაური ხიდაშელზე