გია ხუხაშვილი : ვაშინგტონის მიდგომა საქართველოსადმი უარესობისკენ არის შეცვლილი, ისინი არ ენდობიან ჩვენს ხელისუფლებას

ამერიკის კონგრესში დარეგისტრირებულ კანონპროექტს საქართველოსთვის დახმარების ნაწილის შემცირების შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ეხმაურება.

მისი თქმით, ეს არის გზავნილი, რომ ისინი არ ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას .

მისივე განმარტებით, პოლიტიკურად ვაშინგტონის მიდგომა საქართველოსადმი საგრძნობლად უარესობისკენ არის მიმართული.

“აშშ-ს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში სტიმულირების ფაზიდან გადადის იძულების ფაზაში, ეს არის გზავნილი, რომ ისინი არ ენდობიან საქართველოს ხელისუფლებას იმ დემოკრატიული სტანდარტებისა და ინსტიტუტების დამოუკიდებელობის განმტკიცების თვალსაზრისით რაიმე ნაბიჯების გადადგმას აპირებენ და მათ შემოაქვთ გარკვეული სანქციები. პოლიტიკურად ეს ნიშნავშ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სისტემური მიდგომა საქართველოოსადმი შეცვლილია უარესობისკენ “, – ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი : ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია – ეს არის გზავნილი, რომელიც დღეს მივიღეთ ვაშინგტონიდან
შემდეგი სტატიამედიაზე სრული კონტროლის დაწესების მცდელობა