გია ხუხაშვილი: წულუკიანმა მორალური ფსკერი ჩაანგრია

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის სახე დღეს პოლიტიკაში სწორედ თეა წულუკიანია.

“ქართული ოცნების ქმედებები დღის განმავლობაში, იმაზე მეტყველებდა, რომ მათ ოპოზიცია იმისთვის კი არ სჭირდებათ, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს, არამედ ფეხის შესაწმენდად და მეტი არაფრისთვის. წულუკიანმა, შეიძლება ითქვას, მორალური ფსკერი ჩაანგრია და დღევანდელი კომენტარები, საერთოდ… პარლამენტის თავმჯდომარე ერთ რანგში აყენებს თავის თავს ტელევიზიასთან… “, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენელთა ზოგიერთ კომენტარს გია ხუხაშვილმა “მენტალური სიმახინჯე” უწოდა. მისივე თქმით, ხელისუფლებას სრული განუკითხაობა სურს. გია ხუხაშვილმა მოლაპარაკების გაგრძელების შესახებაც გამოთქვა თავისი აზრი და განაცხადა, რომ “სივრცე კიდევ უფრო დავიწროვდა, ფაქტობრივად, ნოლამდე დავიდა”.

“ხელისუფლებას სრული განუკითხაობა უნდა და ოპოზიცია სჭირდება იმისთვის, რომ ლეღვის ფოთლად აიფაროს”, – თქვა გია ხუხაშვილმა “დღის სტუმარში”.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თეა წულუკიანმა ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გააჟღერა. მან ამ ფორმით “მოქალაქეების” ლიდერს, ალეკო ელისაშვილს უპასუხა და უთხრა, რომ “მთავარის” გენერალურ დირექტორს დაურეკოს და რასაც დაარიგებს, პარლამენტში ის ილაპარაკოს.

თავის მრივ, ნიკა გვარამიამ წულუკიანზე თქვა, რომ უკიდეგანოდ სულელი და უსაზღვროდ ბოროტია და რომ ყველანაირ დევნილად აქცია.

წულუკიანის ამ განცხადებას პირად მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შეისწავლის.

banner
წინა სტატიაში“მთავარი არხი”-ს გენერალური დირექტორი განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაწულუკიანის პასუხი დიპლომატის კრიტიკაზე