გია ხუხაშვილი: წილოსანი ქართული ოცნებაა, ამიტომ ურჩევნია რუსეთი უკრაინას

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის განცხადებას გამოეხმაურა, რომლმაც თქვა, რომ ოკუპაციის გარდა, პუტინისგან საქართველოს მისამართით “არ ახსენდება ისეთი შეურაცხყოფა”, როგორიც ქვეყანას “უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების მხრიდან” მიადგა.

ხუხაშვილის თქმით, წილოსანის განცხადება “ხელისუფლების მხრიდან სამყაროს აღქმას ასახავს”.

“ქალბატონი წილოსანი აბსოლუტურად გულწრფელია და მაქსიმალურად ზუსტად ასახავს ხელისუფლების მხრიდან სამყაროს აღქმას – მათთვის მთავარია არა ქართული სახელმწიფოსადმი, არამედ პარტია ქართული ოცნებისადმი დამოკიდებულება.

რუსეთს არ უყვარს საქართველო, მაგრამ უყვარს ქართული ოცნება.

უკრაინას არ უყვარს ქართული ოცნება, მაგრამ უყვარს საქართველო.

წილოსანი ქართული ოცნებაა, ამიტომ ურჩევნია რუსეთი უკრაინას.

ყველაფერი ლოგიკური”, – დაწერა ხუხშვილმა Facebook-ზე.

 

banner
წინა სტატიაშიიზიუმთან უკრაინელებმა 300 რუსი ოკუპანტი გაანადგურეს
შემდეგი სტატია“აზოვის” მებრძოლები ვერ ადასტურებენ, რომ “აზოვსტალიდან” ყველა მშვიდობიანი მოქალაქეა ევაკუირებული