გია ხუხაშვილი: თქვენ ერთმანეთში გერევათ პოლიტ-პატიმრის და სინდისის პატიმრის განმარტებები

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მინისტრ ბრეგაძის იმ წერილს ეხმაურება, რომელიც მან ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მისწერა და განმარტება მოსთხოვა ტერმინ პოლიტიკური პატიმრისთვის.

“მე განგიმარტავთ ბატონო რატი – პოლიტ-პატიმარი არის პირი, რომლის საქმეში ფიგურირებს პოლიტიკური კომპონენტი, ანუ მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ხდება მართლმსაჯულების პოლიტიზირება, იმის მიუხედავად ის დამნაშავეა, თუ არა.

თქვენ ერთმანეთში გერევათ პოლიტ-პატიმრის და სინდისის პატიმრის განმარტებები. ან საიდან უნდა იცოდეთ განსხვავება ფუნთუშებზე გაზრდილმა ახალგაზრდამ, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების ზურგს უკან ამოფარებულს შეგიძლიათ ყელ-ყელაობა და ორივე სტატუსი უცხოა თქვენთვის” -წერს გია ხუხაშვილი

banner
წინა სტატიაშიპავილიონისი: ეს ევროპაში ხდება?
შემდეგი სტატიაანა ფოტიგა – მიშა, ჩვენ შენთან ვართ