23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

გია ხუხაშვილი: რუსეთი ანაკლიის პორტის მშენებლობას მხოლოდ საკუთარი კონტროლის პირობებში დაუშვებდა

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებდა, თუ პროექტი მისი კონტროლის ქვეშ იქნებოდა. ამის შესახებ მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის, განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

ხუხაშვილის შეფასებით, ანაკლიის პორტს მხოლოდ ეკონომიკური მნიშვნელობა არ აქვს და მას მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ფუნქციაც შეიძლება ჰქონდეს. მისი თქმით, მომავალში პორტი შესაძლოა NATO-სთვის შავ ზღვაში ერთ-ერთ სტრატეგიულ პლაცდარმადაც განიხილებოდეს, რაც, მისი აზრით, რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

პოლიტოლოგის განცხადებით, სწორედ ამიტომ რუსეთი არც ეკონომიკური და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით არ არის დაინტერესებული ანაკლიის პორტის მშენებლობით. მისი ვარაუდით, წარსულში პროექტის შეჩერებაც რუსეთის ზეწოლის შედეგი იყო.

გია ხუხაშვილის თქმით, ამჟამინდელი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ბიძინა ივანიშვილი ხედავს, რომ რუსეთი სუსტდება და ანაკლიის პორტს საკუთარ ხელში იტოვებს, როგორც ეკონომიკურ და პოლიტიკურ ბერკეტს, რათა მომავალში, გარემოებების შეცვლის შემთხვევაში, დამატებითი მოლაპარაკების რესურსი ჰქონდეს.

banner
წინა სტატიაშიდიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობა თამარ ბერუჩაშვილმა დაიკავა
შემდეგი სტატიაზელენსკი: მიმაჩნია, რომ ამ ომში გამარჯვებას ის მოიპოვებს, ვინც უფრო ჭკვიანია