გია ხუხაშვილი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოების წევრების გასვლაზე – თუ რეჟისორს მოვიწვევდით, სერიოზულ კომედიას გადაიღებდა – პარტიას რა უნდა დაარქვან, „ოცნების ბუსტერი“?

ეს არის უხარისხო, ვირ-ეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია – აქ პოლიტიკური, სოლიდური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნასახი არ არის, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებისა და ასევე, პარტიის წევრების მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი შეაფასა.

მისი თქმით, რასაც ისინი აკეთებენ პოლიტიკურ-ტექნოლოგიური აბსურდია.

„აბსოლუტურად კომიკური სიტუაციაა, მაგრამ რადგან პოლიტიკურ პროცესში ხდება, ტრაგიკომედიად უნდა დავახასიათოთ. ამ ხალხის პოზიციასა და „ქართული ოცნების“ პოზიციას შორის განსხვავებას ვერ ვხედავ, ანუ, რის გამო გავიდნენ „ქართული ოცნებიდან“ გაუგებარია. ყაველაშვილის სახელით წერილი გამოქვეყნდა და შემდეგ კობახიძე იცავდა წერილის პათოსს. დარწმუნებული ვარ ყაველაშვილს ბოლომდე არ აქვს წაკითხული წერილი. რასაც ამბობს კობახიძე, იგივეს იმეორებენ. ეს არის უხარისხო ვირ-ეშმაკული თამაში, რომლის მოტივაცია და გეგმა აბსოლუტურად ბუნდოვანია, არ ვიცი, პარტიას რა უნდა დაარქვან – „ოცნების“ მოადგილეთა პარტია?!, თუ „ბუსტერ-პარტია?!“. ძალიან სასაცილოა. პოლიტიკურ-ტექნოლოგიური აბსურდია, რასაც ისინი აკეთებენ. ამ ვირ-ეშმაკულ თამაშში იმდენად უჩანთ ყურები და ორგანოები, სასაცილოა. აბსურდის კინორეჟისორები არიან. შენგელაია გადაიღებდა ალბათ, საქართველოში და თუ ჩვენ დასავლელ რომელიმე რეჟისორს მოვიწვევდით ძალიან სერიოზულ კომედიას გადაიღებდა ამ აბსურდზე. აქ პოლიტიკური, სოლიდური, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნასახი არ არის, რაღაცას „ხლაფორთობენ“ და რას „ხლაფორთობენ“ თვითონაც ვერ ხვდებიან“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილაშქრობის გლობალური პროექტის HIGHLANDER Georgia-ს პრეზენტაცია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა ანსამბლი „ბერმუხა“ ღირსების ორდენით დააჯილდოვა – ევროპაში ჩვენი ადგილი გამაგრებული იქნება სწორედ იმით, რომ ევროპაში შევდივართ ჩვენი ტრადიციებითა და კულტურით