გია ხუხაშვილი: “ქართული ოცნება” 40%-ის ზღვარზე გადის

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილი აზრით, ოპოზიცია პროპორციულ არჩევნებს მოიგებს და ის გამარჯვებას მეორე ტურსის დანიშვნის შემთხვევაშიც შეძლებს. ხუხაშვილის აზრით, “ქართული ოცნება” 40%-ის ზღვარზე გადის. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარ აქცენტებშო” ისაუბრა.

თუ ოპოზიციამ მთლიანობაში მოიგო პროპორციული არჩევნები, მეორე ტურებს ოპოზიცია აგრეთვე მოიგებს, იმიტომ რომ მეორე ტურები უფრო არის სამობილიზაციო ტური. მოიგებს, იმიტომ რომ ძალის ცენტრებისკენ იხრება, როგორც წესი მეორე ტურში ამომრჩეველი, – ამბობს გია ხუხაშვილი

ხუხაშვილის აზრით, ახლა მთავარია, რომ ოპოზიციამ სწორი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოოს.

გადაუწყვეტელ ამომრჩეველს სჭირდება ოპოზიციისგან უკეთესი შეთავაზება იმიტომ, რომ სიკვდილის შიში ახლა წინა პლანზე წამოვიდა, ფაქტობრივად ჩვენ ამის ფონზე მოგვიწევს არჩევნების გავლა და სიკვდილის შიშმა შეიძლება ბევრი რამე შეცვალოს – ოპოზიციას ახლა სჭირდება მიზანმიმართული, ძალინა სწორი კამპანიის ჩატარება, – თქვა გია ხუხაშვილიმა

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხელისფულება 2 ნოემბერს თბილისის ჩაკეტვას და კომენდანტის საათის დაწესებას გეგმავს
შემდეგი სტატიააჭარაში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა