გია ხუხაშვილი პრემიერის განცხადებას “დრამატიზმით აღსავსეს” უწოდებს

პრემიერის განცხადება, სადაც საუბარია, რომ მთავრობის ეკონომიკური გეგმა სახელისუფლებო გუნდის ერთიანი პოზიციაა, გია ხუხაშვილმა შეაფასა და მას „დრამატიზმით აღსავსე“ უწოდა.

პოლიტოლოგმა მთავრობის ეკონომიკური ინიციატივების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სიახლეების გარშემო ბევრი კითხვა არსებობს. ხუხაშვილის თქმით, იპოთეკარების პრობლემების გადასაწყვეტად შექმნილი ინიციატივა რეალურად არა მათ პრობლემას გადაჭრის, არამედ ბანკების პრობლემას გადაწყვეტს.

„ეს თემა შეიძლება სერიოზული სკანდალის საფუძველი გახდეს,“ – აღნიშნა ხუხაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში.

გია ხუხაშვილის განცხადებით, ეკონომიკაში გარკვეული ტიპის კრიზისი შესაძლოა ჩამოყალიბდეს, თუმცა რამდენად მასშტაბური იქნება, ეს ძნელი სათქმელია.

banner
წინა სტატიაში“დადგება ბატონი კვირიკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, რასაც მე მხარს დავუჭერ ნამდვილად”
შემდეგი სტატიასაკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს