გია ხუხაშვილი: ფორმამ გადაფარა არსი და კრიტიკის და ქილიკის ობიექტი გახადა პრეზიდენტი

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ყველა ჩვენი ქმედება ფასდება იმით, თუ რა შინაარსს ვდებთ მასში და რა ფორმით გამოვხატავთ ჩვენს სათქმელს. თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში მთავარი შინაარსია და ფორმა მეორეხარისხოვანი, პოლიტიკაში ფორმას ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და ამ მხრივ დაშვებულმა შეცდომამ შესაძლოა მთლიანად გადაფაროს შინაარსი.
მიზანი, რისი დემონსტრირების სურვილიც შესაძლოა ჰქონდა ზურაბიშვილს დავით-გარეჯის და პილიგრიმობის ეპიზოდებში, შესაძლოა კეთილშობილური იყო თავისი შინაარსით. მაგრამ ორივე შემთხვევაში საკამათო ფორმამ გადაფარა არსი და კრიტიკის და ქილიკის ობიექტი გახადა პრეზიდენტი.
რა მაქვს მხედველობაში.
დავით-გარეჯზე უკვე ბევრი ითქვა, ამიტომ მხოლოდ მის პილიგრიმობას შევეხები. შესაძლოა მას კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდა, როდესაც ამას აკეთებდა და ეს მისასალმებელია.
რაც შეეხება ფორმას:
მსვლელობის სამი დისპოზიცია იყო შესაძლებელი განსხვავებული სიმბოლიკით.
1. წინ მიდის სასულიერო პირი და უკან მიყვება პრეზიდენტი, როგორც მრევლის რიგითი წარმომადგენელი.
2. სასულიერო პირი და პრეზიდენტი მიდიან გვერდი-გვერდ.
3. პრეზიდენტი მიდის წინ და სასულიერო პირი მიყვება უკან.
პირველი თანამედროვე გაგებით სწორია, მეორე ნორმალურია დიდი განსაცდელის პირობებში, როდესაც ერი და ბერი ერთად დგანან, მესამე არაფერში ჯდება და ამპარტავნულია, რაც რელიგიური გაგებით მძიმე ცოდვაა-წერს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიხმაური ნუცუბიძის ქუჩაზე – ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს
შემდეგი სტატიაშვიდმა გუბერნატორმა ორ წელიწადში 130 ათასი ლიტრი საწვავი მოიხმარა – IDFI-ის კვლევა