გია ხუხაშვილი: პოლიტიკურად „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საქმე საზეიმოდ

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი შუალედური არჩევნების შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ მართალია „ნაცმოძრაობამ“ ცხრა ოლქიდან მხოლოდ ორი მოიგო, მაგრამ პოლიტიკურად, ეს მათთვის საზეიმოა.

ამის შესახებ ხუხაშვილმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ეს მართლა მათი გამარჯვება იყო. სამწუხაროდ, ქვეყნის განვითარების, ქართული საზოგადოების საზიანოდ, მაგრამ პოლიტიკურად „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს საქმე საზეიმოდ. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს იმ რეჟიმს ამომრჩეველმა გამოუტანა ვერდიქტი, რადგან რეჟიმი ეჭვმიტანილი იყო ძალადობრივ დანაშაულში, როგორც ჩანს, ამომრჩევლის ნაწილმა მას ეს აპატია, ჩათვალა, რომ არჩევანი უნდა გაეკეთებინა ცუდსა და უარესს შორის.

ჩვენ მაინც იმედი გვქონდა, რომ ამ ნეგატიურ არჩევანში უარესად მაინც „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყურება, როგორც ჩანს, ამომრჩევლის ნაწილმა ჩათვალა, რომ „ოცნება“ კიდევ უფრო უარესია ნაციონალებზე.

ეს ტენდენცია კი ძალიან საგანგაშოა! ხელისუფლებას რამდენიმე პრობლემა აქვს: ერთი, რომ ის პრობლემებს არ ხედავს ან ვერ ხედავს, მას სირაქლემის პოზიციაში ურჩევნია ყოფნა. აბსოლუტურად არაადეკვატურ კომენტარებს ვისმენთ. იქ, ოზურგეთში, რაღაცას ზეიმობენ. რა აქვთ საზეიმო ამ სიტუაციაში ხელისუფლებას, მე ეს ვერ გავიგე! და მეორე, წმინდა მენეჯმენტის თვალსაზრისით, აბსოლუტურად უხარისხო შესრულება, პირდაპირ ნაჯახით არის ნამუშევარი“ – აცხადებს ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაში“მე არავითარი რჩევა არ მიმიცია უსუფაშვილის თავმჯდომარეობაზე არსად”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: საარჩევნო სიის ფორმირებას ახერხებს გუნდი, კვირიკაშვილის მეთაურობით