გია ხუხაშვილი: პატარაძე მე მეჩვენება, რომ არის მეორე ხაბაძე

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ექსპერტი გია ხუხაშვილი აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის გადადგომას და მის შემცვლელად ზურაბ პატარაძის შესაძლო დანიშვნის ფაქტს ეხმაურება.

ხუხაშვილი ვარაუდობს, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე მოვლენები ქართული ოცნების რღვევას გამოიწვევს.

„პატარაძე მე მეჩვენება, რომ ეს არის მეორე ხაბაძე. ჰაბიტუალურადაც ძალიან ჰგავს ხაბაძეს. შესაბამისად, ასეთი ცვლილება, ასეთ რისკზე წასვლა, ასეთი არაფრისმთქმელი ცვლილების გამო, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, იმიტომ, რომ არც პატარაძეს არ აქვს არანაირი პოლიტიკური წონა. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა იმისა, რომ ქართული ოცნება იწყებს რაღაც სერიოზულ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ბოლომდე არ აქვს გათვლილი, მერე შუაში იჭედება და ასე რომ ვთქვათ, ეს უბრუნდება ძალიან ცუდად. თან ეს ხელისუფლების არ არსებობა ხდება ვარშალომიძის აჭარაში ჩამოსვლის ფონზე. მთლიანობაში მე ვხედავ ასეთ სურათს, რომ ვიღაცა თითქოს შეგნებულად ახდენს პროვოცირებას მორიგი სისულელის ქართულ ოცნებაში, აფეთქებს სიტუაციას და უქმნის ფონს მის პოლიტიკურ ოპონენტებს. ყველაფერი გააკეთა ქართულმა ოცნებამ იმისათვის, რომ მორიგ ტყლაპოში ჩაედგა ფეხი. ამიტომ ვამბობ მე, რომ ჩვენ სადიზმიდან მივედით მაზოხიზმამდე, “-განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის კომიტეტმა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიათამაზ მეჭიაური: ჯონ კერის ვიზიტმა დაადასტურა, რომ ჩვენ ვართ კოლონიურ მდგომარეობაში