გია ხუხაშვილი: პარტიებისთვის ამოცანა არა მეტი მაჟორიტარის დაყენება, არამედ ხელისუფლების წაგებაა მაქსიმალურ ოლქებში

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ოპოზოციის ერთადერთი შანსი მაჟორიტარებზე კოორდინაციის სწორი ფორმულის პოვნაა.
პარტიებისთვის ამოცანა არა მეტი მაჟორიტარის დაყენება, არამედ ხელისუფლების წაგებაა მაქსიმალურ ოლქებში.
ოლქების რთული ფორმულით გაყოფა შეუძლებელია, რადგან ჩვენი პოლიტიკური ელიტის ამბიციები, როგორც წესი, მათ შესაძლებლობებს საგრძნობლად აღემატება, შევთავაზებდი მარტივ ფორმულას:
1. ყველა პარტიის ლიდერმა პირადად იყაროს კენჭი რომელიმე ოლქში (გარდა თბილისისა).
რადგან მათი ცნობადობა შედარებით მაღალია, ეს მათ კონკურენტუნარიანობას მატებს. ყველა პარტიამ მათ დაუჭიროს ამა თუ იმ ოლქში მხარი. ეს 30.
2. სხვა ოლქებში, სადაც ვერ თანხმდებიან, პირველი ტურები ჩაითვალოს პრაიმერისად და ყველამ კონსოლიდირებულად მხარი დაუჭიროს მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს.
3. თბილისი გაზომვადია და აქ შეთანხმება შესაძლებელია.
მათ უნდა გააცნობიერონ, რომ პარტიების “ჩალიჩი” რაც შეიძლება მეტი საკუთარი კანდიდატი “შეტენონ” სიაში, მხოლოდ დამაზიანებელია მათთვისვე და ხელისუფლების ინტერესებშია.
ასეთი შეთანხმება მარტივია და არჩევნებს კონკურენტულს ხდის.
საკუთარ მოედანზე მოგება კარგია, ნეიტრალურზე ძალიან კარგი, მოწინააღმდეგისაზე ხელოვნება.
მაგალითი – სერბეთი-საქართველო (კალათბურთი)-აცხადებს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია: მას თვალები ღია ჰქონდა, გვიყურებდა ვუთხარი, მომიჭირე მეთქი მან ხელი მომიჭირა
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: ეს პარტიები ხალხთან სალაპარაკოდ ქუჩაშიც ვერ გადიან, რადგან ხალხი მათ უბრალოდ არ ელაპარაკება!