გია ხუხაშვილი: ნეიტრალიტეტი ეს იმ პირობით, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ თვითონ არ აიფეთქა თავი რაიმე სიბრიყვეზე, რისი სიმპტომებიც სამწუხაროდ უკვე გვაქვს

აზერბაიჯანმა უარი განაცხადა რუსი სამშვიდობო ძალების განლაგებაზე ყარაბაღში. ეს ლოგიკურია ორი მიზეზით:
1. რუსეთი და სომხეთი ერთი სამხედრო ბლოკის წევრები არიან.
2. დღევანდელ გამყოფ ზოლზე საზღვრის ფიქსაცია და კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანა კატეგორიულად მიუღებალია.
აზერბაიჯანი, სავარაუდოდ, რაღაც ეტაპზე შესაძლოა დათანხმდეს რუსეთის მონაწილეობაზე ამ პროცესში მხოლოდ იმ პირობით, თუ ეს იქნება რუსულ-თურქული სამშვიდობო მისია.
ეს ძნელად წარმოსადგენია.
ასევე ძნელად წარმოსადგენია, რომ რუსეთი რეგიონში შეუშვებს დასავლეთს.
სწორად აქ იხსნება საქართველოსთვის უნიკალური შესაძლებლობის ფანჯარა, რადგან ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული მშვიდობით რეგიონში და ვიცავთ ნეიტრალიტეტს. ეს იმ პირობით, თუ ჩვენმა ხელისუფლებამ თვითონ არ აიფეთქა თავი რაიმე სიბრიყვეზე, რისი სიმპტომებიც სამწუხაროდ უკვე გვაქვს”,-წერს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაში“გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება მსხვერპლს ადანაშაულებს” – გრიგოლ გეგელია
შემდეგი სტატიაშემოსავლების სამსახური – სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლისას არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთი არ აღმოგვიჩენია