გია ხუხაშვილი: “ნაცმო” ვეღარ განიხილება “ქო”-ს ერთადერთ ალტერნატივად, სამაგიეროდ მიშა განიხილება ბიძინას ერთადერთ ალტერნატივად

ეს ერთი შეხედვით გაუგებარი ნაბიჯი, პრაქტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით ახსნადი და გასაგებია. იქიდან გამომდინარე, რომ შუას გაკრეფა და ფრონტის ხაზის გატარება “ნაცმოს” მეშვეობით ვეღარ ხერხდება შიგა და გარე პრობლემების გამო. სააკაშვილი ცდილობს ორპოლუსიანობა შეინარჩუნოს პიროვნული დაპირისპირების მეშვეობით. ანუ, თუ “ნაცმო” ვეღარ განიხილება “ქო”-ს ერთადერთ ალტერნატივად, სამაგიეროდ მიშა განიხილება ბიძინას ერთადერთ ალტერნატივად. ეს კონფიგურაცია მას აძლევს მანევრის საშუალებას. ის ინარჩუნებს გავლენას ნაცებზე და ამასთანავე ეცდება გასვლას ნაცებიდან წასულ, თუ გარე ჯგუფებზე. ამასთანავე, არ დაგვავიწყდეს, რომ ციხიდან გამოდის მერაბიშვილი, რომელიც ამ ტაქტიკურ თამაშში შეიძლება იქნას ჩართული, როგორც ბიბლიოთეკის შტაბის უფროსის, ასევე ენმ-ის ახალი ლიდერი. ეფექტურობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გეგმაში პოლიტიკური ლოგიკა ნამდვილად არის-აცხადებს გია ხუხაშვილი.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხელ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველი მარტიდან „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე საკუთარი შტაბის გახსნას გეგმავს.

„პირველი მარტიდან, „სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის“ ბაზაზე, ვხსნი ჩემს შტაბს, პირად შტაბს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და სხვა ოპოზიციურ ძალებთან ერთად, ახალ ხალხთან ერთად, რომელიც მოდის პარტიების გარეშეც, შევქმნათ კიდევ მეტი საფუძველი და დავაჩქაროთ ივანიშვილის რეჟიმის დასასრული და საქართველოს გადარჩენა. რა თქმა უნდა, ეს გამოგვივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპატრიარქ დავით მეხუთის საქმეთა მმართველ გოგი ცქიფურიშვილის მოგონება, რომელსაც აქვეყნებს მამა ილია ჭიღლაძე
შემდეგი სტატიაბერა ივანიშვილმა ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც პატარა ბერუკას სახე ჩანს (foto)