გია ხუხაშვილი: მტერს მაშინ უნდა შეუტიო, როდესაც მას სცივა და ეძინება…

მტერს მაშინ უნდა შეუტიო, როდესაც მას სცივა და ეძინება. პირველ სერიაში, საბრძლოლო სულისკვეთების ასაწევად მტრის, როგორც დამნაშავის იდენტიფიცირება უნდა მოახდინო. მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფთა უმრავლესობა ბავშვები იყვნენ, მათთვის “შეტენილი” დანაშაულის დროს. დასაცავი ობიექტის თავმჯდომარედ კი მაშინდელი მთავარი დამნაშავის მეუღლის თანაშემწე გიზის-აცხადებს გია ხუხაშვილი პარლამენტთან 25 ნოემბრის აქციის დაშლაზე

შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, პარლამენტთან აქციაზე 28 პირი დააკავეს.

შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები-მონაწილეები გააფრთხილეს და მათ მისცეს გონივრული ვადა, რომ ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები და გზის სავალი ნაწილი.

„აქციის მონაწილეებმა მითითებულ ვადაში არ გაათავისუფლეს საკანონმდებლო ორგანოს მათ მიერ ბლოკირებული შესასვლელები. შესაბამისად, აქცია გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც კრძალავს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირებას, ასევე, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა“, – აცხადებენ შსს-ში.

banner
წინა სტატიაშიეს არის რეჟიმის დასასრული, როცა ყინვაში ადამიანები საკადრის პასუხს გცემენ ქუჩიდან
შემდეგი სტატიაზაზა ლიპარტელიანს სამართალდამცველების მიერ გაშვებული წყლის ჭავლი თვალში მოხვდა