გია ხუხაშვილი: მმართველ ძალაში პოლიტიკოსები არ არიან

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

„მე ასე სერიოზულად კალაძეს არ ვუყურებ,“ – ეს განცხადება ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა კალაძის სამომავლო პოლიტიკურ კარიერაზე საუბრისას გააკეთა.

ხუხაშვილი გამორიცხავს, რომ კალაძემ ოპოზიციაში წასვლა გადაწყვიტოს.

„დამერწმუნეთ, როგორც კი ის ცალკე დარჩება, გამოჩნდება, რომ შიშველია. თქვენ მის პოტენციალს, მგონი, გადაჭარბებულად აფასებთ, მას არანაირი პოტენციალი რეალური არა აქვს. ყველაფერი არის ე.წ. “პასტანოვკა” და არაფერი,“ – ამბობს ხუხაშვილი.

რაც შეეხება ოცნების პერიოდში პოლიტიკური პირების პოლიტიკიდან წასვლას, გია ხუხაშვილი ამბობს, რომ მმართველ ძალაში პოლიტიკოსები არ არიან.

„ნაციონალურ მოძრაობაში იყვნენ პოლიტიკური პიროვნებები, მოდი, ასე ვთქვათ, კარგი-ცუდი, რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ დამოუკიდებელი არსებობა და ქართული ოცნება ეს არის ერთგვარი პარაზიტული წარმონაქმნი, მე ახლა ბესელიასა და რამდენიმეზე არ ვლაპარაკობ, ძირითადად ეს არის პარაზიტული წარმონაქმნი, რომელიც მკვებავ სხეულს როგორც კი მოშორდება, კვდება უბრალოდ,“ – ამბობს ხუხაშვილი.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ლიეჟში მიხეილ სააკაშვილისა და ემიგრანტებს შორის გამართულ შეხვედრას და მომხდარ ინციდენტებს ეხმაურება.

ხუხაშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი ძალაუფლების შენარჩუნებას “მიშა მოდის” შიშის დანერგვით ცდილობს.

ხუხაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი ხელისუფლების წევრებს მიხეილ სააკაშვილის გავლენის ეშინიათ.

„კობახიძის სიბრიყვეს რომ თავი დავანებოთ და ვილაპარაკოთ, უნდა ამოვიდეთ იქიდან, ვინ არის დღევანდელი ქართული ოცნების ელიტა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მიშას ჩრდილის ეშინოდათ, როდესაც მიშა იყო ხელისუფლებაში და ბუნებრივია, ეშინიათ ახლაც,“ – ამბობს ხუხაშვილი.

ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი გარკვეულ ჯგუფებთან ვალში იყო, თუმცა, ისინი “გადააგდო”.

თუმცა, მისი თქმით, ოლიგარქის დღევანდელ გუნდს, რომლებიც მის ნათქვამს გაახმოვანებენ, კობახიძე-მდინარაძე-თალაკვაძე წარმოადგენს.

 

 

https://youtu.be/das2dWUxj-c

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტო დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს
შემდეგი სტატიაპარლამენტში დღეს გიორგი ქობულიას მოუსმენენ