გია ხუხაშვილი: მას კარგად ესმის, რომ როგორც კი მხეცს საკვები შემოელევა, თავის მშობელს მიუბრუნდება და ძვლიანად შეჭამს

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბიძინას ახლა ჩვენზე მეტად მის მიერ ჩვენზე დაგეშილი სისტემური ურჩხულის ეშინია.
მას კარგად ესმის, რომ როგორც კი მხეცს საკვები შემოელევა, თავის მშობელს მიუბრუნდება და ძვლიანად შეჭამს.
ამიტომ არის იძულებული, სულ უფრო და უფრო მეტი “სისხლით” კვებოს, რომ მუდმივად მაძღარი ჰყავდეს…
უნდა იცოდეს სისტემის ყველა ჭანჭიკმა, რომ ბიძინა მათგან კაცი-ჭამია მუტანტებს ქმნის, ხოლო თუ ასე გაგრძელდა, ყველა კონფორმისტმა უნდა გაიხსენოს აზდაკის მონოლოგი:
“რატომ ჩვენს ვაჟებს აღარა აქვთ ძარღვებში სისხლი?!…ჩვენს ქალებს ცრემლი რატომ გაუშრათ?!…და რატომ შერჩათ სისხლი მხოლოდ სასაკლაოზე მიდენილ ხბორებს?!…”,-წერს პოლიტოლგი გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაში“ირაკლი დგებუაძე ჩვენს უახლეს ისტორიაში შევა, როგორც მამაკაცის გადაგვარების ქრესტომათიული, ტრაგიკომიკური მაგალითი”-ნაირა გელაშვილი
შემდეგი სტატიაქარტია პაპუაშვილის ფეისბუქპოსტს ეხმაურება