გია ხუხაშვილი: ლავროვის მილოცვის ტექსტი ზურაბიშვილისადმი სცილდება პროტოკოლური გზავნილის ფარგლებს

ლავროვის მილოცვის ტექსტი ზურაბიშვილისადმი სცილდება პროტოკოლური გზავნილის ფარგლებს და ჩემის აზრით, საკმაოდ გამჭვირვალე ქვეტექსტის მატარებელია. ის ერთის მხრივ ამბობს, რომ საქმის კურსშია საზოგადოებაში არსებულ დაპირისპირების თაობაზე და ამასთანავე, რუსეთი მიესალმება, თუ პრეზიდენტი შეძლებს ქვეყნის კონსოლიდაციას საკუთარი მსოფლმხედველოვის ირგვლივ-წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.

მოსკოვი თბილისთან კარგი ურთიერთობების განვითარებაზეა განწყობილი , – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

„რუსეთს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობები სურს. ვიმედოვნებთ, რომ არჩეული პრეზიდენტის დროს განვაგრძობთ კონსტრუქციული თანამშრომლობის განვითარებისთვის გზების გამოძებნას,“ – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

მისი თქმით, ბოლო დროს მოსკოვმა და თბილისმა რიგი ნაბიჯები გადადგეს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„ჩვენ ზურაბიშვილს ვუსურვებთ, რომ ყველა ქართველის პრეზიდენტი იყოს და გააკეთოს ის, რაც მისი ხალხისთვის კარგია. რაც შეეხება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს, თბილისთან კარგი ურთიერთობები გვსურს,“ – დასძინა მან.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის გატანისას ქრთამს იღებენ
შემდეგი სტატიაქართველ მეცნიერს აია-სოფიას ტაძარში ლოცვა აუკრძალეს