გია ხუხაშვილი: „კოლექტიური თავაძე“ სააკაშვილის საწოლიდან წარმატებით გადაწვა დღევანდელი ხელისუფლების საწოლში

ექსპერტ გია ხუხაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე „კოლექტიური თავაძეა“. ამის შესახებ ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან ზაზა თავაძის არჩევის საკითხის შეფასებისას განაცხადა.

„ფაქტობრივად, ჩვენ ახლა ვაკვირდებით პროცესს, როდესაც სასამართლოში „კოლექტიური მურუსიძე“ და სამწუხაროდ, „კოლექტიური თავაძე“ მიშა სააკაშვილის საწოლიდან წარმატებით გადაწვა დღევანდელი ხელისუფლების საწოლში.

ეს ასე არ დამთავრდება იმიტომ, რომ ძალაუფლების უზურპაცია ამ ქვეყანაში ყოველთვის დასჯადია და ყველა დაისჯება, ვინც ამაში მონაწილეობდა“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე გუშინ აირჩიეს. მას პლენუმის რვა წევრიდან მხარი ხუთმა დაუჭირა, ხოლო კიდევ ერთმა კანდიდატმა ირინა იმერლიშვილმა სამი მოსამართლის ხმა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიქეთევან ციხელაშვილი : რუსეთთან ოკუპაციის საკითხი იქნება და არის უკომპრომისო
შემდეგი სტატიალევან იზორია: ღირსეული ერი არასდროს კარგავს ღირსებას