13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

გია ხუხაშვილი: ყოფილ პრემიერს სიღრმისეულ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი, გამოძიებამ აქცენტი ამაზე უნდა გააკეთოს

პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი დიღმის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. სამართალდამცავ უწყებასთან საუბრის შემდეგ, მან მედიასთან განაცხადა, რომ გამომძიებლებთან საუბრისას ყურადღება არა ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე, არამედ ირაკლი ღარიბაშვილის წერილში დასახელებულ ბუნდოვან თვითმკვლელობებზე გაამახვილა.

ხუხაშვილის თქმით, მას ჯორბენაძის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და პოლიციის კითხვებს საჯარო სივრცეში უკვე გაჟღერებული პოზიციით უპასუხა.

„საუბარი იყო ჯორბენაძეზე. მე ახლა რაც საჯარო სივრცეში ვთქვი, იგივე ვუპასუხე. ვუთხარი, რომ არ ვიცნობ ადამიანს, არც გარემოებების შესახებ მაქვს წარმოდგენა. მე კომენტარი გავაკეთე არა ჯორბენაძეზე, არამედ ღარიბაშვილის წერილზე და თვითმკვლელობების ბუნდოვანებებზე — ზოგიერთი თვითმკვლელობის ან თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე“, — განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტიკის ექსპერტმა ხაზი გაუსვა, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, თანამდებობიდან გამომდინარე, სიღრმისეულ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.

„ღარიბაშვილი ხომ არ არის ვიღაცა… ის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, მას ჰქონდა წვდომა სიღრმისეულ ინფორმაციასთან. შესაბამისად, დღეს აქ, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ კი არ უნდა ვიყოთ გამოკითხვაზე, აქ უნდა იდგნენ ახლა კობახიძე და მდინარაძე“, — აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ცეცხლი გაუხსნეს გენერალს, რომელიც “ოხმატდითის” საავადმყოფოზე თავდასხმაში მონაწილეობდა
შემდეგი სტატია“ზეწოლა რეჟიმზე აუცილებლად გაგრძელდება”– გიორგი სიორიძე “ვაიმარის სამკუთხების” შეხვედრას ეხმაურება