გია ხუხაშვილი – ივანიშვილის განცხადება ერთადერთი პოლიტიკური ლოგიკით შეიძლება ავხსნათ

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

“ივანიშვილის განცხადება ერთადერთი პოლიტიკური ლოგიკით შეიძლება ავხსნათ.

მისი ამოცანა იყო ადმინისტრაციული რესურსის მონოლითურობის შენარჩუნება.
მოგეხსენებათ, მიმდინარეობს საჯარო სექტორის რღვევა-გადადინება გახარიასთან, რადგან ამ სეგმენტზე ღარიბაშვილ-კობახიძის ტანდემის ავტორიტეტი, რბილად რომ ვთქვათ, ახლოს ვერ მიდის გახარიასთან.

თუ მოვლენები ასე გაგრძელდა, ეს ქართული ოცნებისთვის კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს.
ამიტომ ბიძინამ გადაწყვიტა ერთის მხრივ შეაჩეროს საჯარო სექტორის გადინება და მეორეს მხრივ ყველა შესაბამის ჯგუფში გასცა დირექტივა გახარიას მიმართ ყველა დასაშვები და დაუშვებელი მეთოდის გამოყენებაზე” – განაცხადა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფიქრია ჩიხრაძე – გახარია – ბიძინა ივანიშვილის ახალი ტრიუკი
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა