15.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

გია ხუხაშვილი: ივანიშვილი ელოდება მომენტს, რათა კობახიძის კარიერაც საბოლოოდ დაასრულოს

ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საგამოძიებო უწყებებში თავისი დაბარების მიზეზები და მმართველ გუნდში მიმდინარე შიდა დაპირისპირების დეტალები შეაფასა. მისი თქმით, პროკურატურაში მისი გამოკითხვა მხოლოდ ფორმალობა იყო პროპაგანდისტული ფონის შესაქმნელად, ხოლო რეალური კითხვების ადრესატები ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე უნდა იყვნენ.

ხუხაშვილის განცხადებით, „მეფის კარზე“ მიმდინარეობს ჯგუფების ბრძოლა, სადაც ბიძინა ივანიშვილი ეტაპობრივად იშორებს საკუთარი გარემოცვის წევრებს.

„ჩემი და იმ პირების გამოკითხვაზე დაბარება, რომლებსაც ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან არანაირი შემხებლობა არ გვქონია, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ გამოძიების მიზანი სიმართლის დადგენა კი არა, პოლიტიკური ამოცანის შესრულება იყო…

თუ გამოძიებას მართლაც აინტერესებდა წერილში ნახსენები კონკრეტული გარემოებები, მაშინ გამოკითხვაზე ჩვენ კი არა, ის პირები უნდა დაებარებინა, რომლებზეც ყოფილმა პრემიერმა პირდაპირ მიუთითა — ანუ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე“, — აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი ოთარ ფარცხალაძეზე: მოღალატე, რუსი რომანოვი -ის სრულიად გასულია ჩვენი სამართლებრივი სივრციდან
შემდეგი სტატიალაშა ფარულავა: გილაურის დაფინანსებაზე კითხვები ლეგიტიმურია