“ჰელსინკის კომისიის უაღრესად სკანდალური განცხადება, რაც დიდი ალბათობით საკმარისი მტკიცებულებებით არის გამყარებული, ნიშნავს რომ ხელისუფლება სერიოზული დოზით კრიმინალიზებულია…
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაბამისი ფაქტები აშშ-ს ფინანსური დაზვერვისთვის დიდი ხანია ცნობილია. მათი გასაჯაროვება კი გადაწყდა მას შემდეგ, რაც მიმდინარე ვიზიტის დროს სენატორები საბოლოოდ დარწმუნდნენ ხელისუფლების მხრიდან ვექტორის ცვლილების პროცესის შეუქცევად ხასიათში.
P.S. მაღალი ალბათობით საქმეში დევს მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკების (ოქროს მოწმეები) ჩვენებებიც. ახლა არკვიონ, ბოლო პერიოდში ვინ იყო ამერიკაში და ვინ არის “ვირთხა”.” – წერ გია ხუხაშვილი.