გია ხუხაშვილი: გახარია ყველა ოპოზიციურ ლიდერზე, ბევრად უფრო ადეკვატურად გამოიყურება

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

NDI-მ საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევასთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ექსპერტის აზრით ოპოზიცია ხალხში ნეგატიურ მოლოდინებს ქმნის.

„ჩემის აზრით, კვლევის შედეგები კანონზომიერია.

ოპოზიცია არ წარმოადგენს არანაირ პოზიტიურ დღის წესრიგს იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც დღეს სიკვდილის და შიმშილის შიშით სავსე ადამიანებს აწუხებთ. ის მხოლოდ არც თუ დამაჯერებელი კუნთების თამაშით არის დაკავებული და კიდევ უფრო ნეგატიურ მოლოდინებს აჩენს.ეს მაშინ, როდესაც მთავრობა რაღაცას მაინც ფაფხურობს ამ პრობლემებთან დაკავშირებით.
კერძოდ გახარია, რომელიც “ჭაობის კაბინეტს” მთლიანად ქაჩავს. ის ობიექტურად ყველა ოპოზიციურ ლიდერზე ბევრად უფრო ადეკვატურად გამოიყურება.

ასევე კანონზომიერია პარლამენტის გაკოტრება, ანუ სრული უფუნქციობა და დელეგიტიმაცია.“- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში

banner
წინა სტატიაშიკილაძე: წულუკიანს პარლამენტიდან წასვლა უნდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ბათუმში მომხდარი დევნის ფაქტზე ი.ფ.-ს ბრალდება პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის მუხლით წარუდგინა