ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი სოცქსელში წერს:
„დღეიდან გვყავს პრემიერი, რომელსაც არა თუ არავინ შეხვდება, არამედ ტელეფონზეც კი არ დაელაპარაკება, არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ…რა იცი, რა მოელანდება…ირაკლი, შვილო, ფხიზლად იყავი, გლობალური ომის პარტიას არ ძინავს…“
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით.