ჩვენ საქმე გვაქვს კობახიძის დაჯგუფების სტერილიზაციასთან, მაქსიმალურად ჩაჭრასთან მათი საცეცების,- “ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილმა წევრმა, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა ფორმულასთან ინტერვიუში.
,,ერთგვარად, კოცონზე დასაწვავად ამზადებს ივანიშვილი კობახიძეს, როდის გადადგამს ამ ნაბიჯს ეს სხვა საკითხია, იმიტომ, რომ ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, გამომდინარე იქიდან, რომ კობახიძეს უნდა აკიდონ მთელი ცოდვები, რაც ამ პერიოდში მოხდა და ისე უნდა გაისტუმრონ, ეხლა უბრალოდ ხო არ გაუშვებს თუ რაღაც აქტივი არ მიიღო აქედან ბიძინამ. გადაწყვეტილებას ჯერ ვერ იღებს, იმ მომენტს ვერ არჩევს გამომდინარე საგარეო თუ საშინაო ფაქტორებიდან“,– თქვა გია ხუხაშვილმა.















