გია ხუხაშვილი: ჩვენ მარტო მიშას კი არ ვებრძოდით, აგრეთვე ვებრძოდით აგრესიულ კონფორმიზმს

region
ავტ.: region ნოემბერი 16, 2020 19:58

გია ხუხაშვილი: ჩვენ მარტო მიშას კი არ ვებრძოდით, აგრეთვე ვებრძოდით აგრესიულ კონფორმიზმს

პირადად ჩემი ცხოვრების 8 წელი მივუძღვენი სააკაშვილის ხელისუფლების ჯერ კრიტიკას და შემდეგ მასთან უკომპრომისო ბრძოლას. ჩემთან ერთად ამ ბრძოლაში იყო 10, 20, 50, ჰა-ჰა 100 ადამიანი.- წერს გია ხუციშვილი

“პირადად ჩემი ცხოვრების 8 წელი მივუძღვენი სააკაშვილის ხელისუფლების ჯერ კრიტიკას და შემდეგ მასთან უკომპრომისო ბრძოლას. ჩემთან ერთად ამ ბრძოლაში იყო 10, 20, 50, ჰა-ჰა 100 ადამიანი.

ჩვენ მარტო მიშას კი არ ვებრძოდით, აგრეთვე ვებრძოდით აგრესიულ კონფორმიზმს შემდეგი ფორმულირებით – “მიშა ებრძვის რუსეთს, თქვენ აკრიტიკებთ მიშას, ე.ი. რუსეთის წისქვილზე ასხამთ წყალს და მისი შემოსვლა გინდათ?!”..

ახლა იგივე აგრესიული კონფორმიზმის ფორმულაა – “ბიძინა ებრძვის მიშას, თქვენ აკრიტიკებთ ბიძინას, ე.ი. მიშას დაბრუნება გინდათ?!”

აგრესიული კონფორმიზმი, შეფუთული ყალბი ჰუმანიზმით, ყალბი სამართლიანობით, ყალბი სიკეთით და სათნოებით ხუთავს ამ ქვეყანას და უკლავს პერსპექტივას.”- ამბობს ხუციშვილი.

region
ავტ.: region ნოემბერი 16, 2020 19:58