10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

გია ხუხაშვილი: ჩემთვის ცხადია, ბიძინას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ კრემლი მისი სამფლობელოს თავშესაფრად აღარ გამოადგება

“ჩემთვის ცხადია, ბიძინას უკვე გაცნობიერებული აქვს, რომ კრემლი მისი სამფლობელოს თავშესაფრად აღარ გამოადგება.

ირანის ამბებმა თვალნათლივ დაანახა, რომ რუსეთი, როგორც ე.წ. “ზე-სახელმწიფო” დასრულდა და ახლა საკუთარ თავს თუ გადაარჩენს, ესეც დიდი ამბავი იქნება.

არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ ის სამყარო, საითაც უნდა გადაათამაშოს, სერიოზულად დაელაპარაკება, სანამ ქვეყანაში ირანის ტიპის მმართველობითი, არაინსტიტუციური “ლიდერის” მოდელია დამკვიდრებული.

იყო დრო, როცა ჩემს მოსაზრებებს ისმენდა და ითვალისწინებდა.

ახლაც ვურჩევ:

პირველი, რაც უნდა გააკეთოს, ეს არის საკუთარი როლის ინსტიტუციონალიზაცია, ანუ პრემიერ-მინისტრის რანგში დაბრუნდეს.

სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ განწირულია და შესაძლოა ძალიან მძიმე ფორმითაც”,_ წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშისლოვაკეთი უკრაინასთან საგანგებო ელექტროენერგიის მიწოდების დახმარების შესახებ შეთანხმებას წყვეტს
შემდეგი სტატიათურქეთის განცხადებით, ნატომ მისი საჰაერო სივრცისკენ მოძრავი ირანული რაკეტა გაანადგურა