გია ხუხაშვილი: ასეთი თამაშების დასაწყებად უკიდურესად არასახარბიელო დროა

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqnebaდღეისათვის ასეთი მოცემულობა შეიქმნა.
ფორმა (მადლობა გ. ბასილაძეს): პრემიერ-მინისტრს უპასუხა არა პრეზიდენტმა, არა მინისტრმა, არა თუნდაც სამინისტრომ, არამედ სამინისტროს ინფორმაციის დეპარტამენტმა.
შინაარსი: 1. შეიქმნა ორმხრივი განწყობა, რომ ჩვენ პირდაპირ ვესაუბროთ აფხაზებს და ოსებს და რუსეთმა აქ მედიატორის (არა მხარის) კეთილშობილური (არა კეთილ&&&&ლი, როგორც პრემიერი იტყოდა) როლი ითამაშოს. ბუნებრივია, ამის შემდეგ რუსეთი ყოველთვის, როცა პრეტენზია გაგვიჩნდება, მიგვითითებს პრემიერის პათოსზე.
2. ჟენევის ფორმატი. აქ თეორიულად შეიძლება რაღაც პოზიტიური გაჩნდეს. მაგრამ პრაქტიკულად, შეიძლება ჩვენ “ავწიოთ” პრემიერამდე, იმათმა კი “დაწიონ” ზახაროვამდე”, თუ მიწერ-მოწერით ვიმსჯელებთ.
3. დრო: ახლა ასეთი თამაშების დასაწყებად უკიდურესად არასახარბიელო დროა, რადგან ვიმყოფებით რუსეთ-დასავლეთის გლობალური დაპირისპირების მწვავე ფაზაში-აცხადებს გია ხუხაშვილი

banner
წინა სტატიაშიგიორგი წერეთელმა ბაქოში, აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, შეხვედრები გამართა
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი რუსეთის საგარეო უწყების განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს