გია ხუხაშვილი: აქვს თუ არა უნარი პოლიტიკურ ელიტას მრავალჯერ დაშვებულ საკუთარ შეცდომებზე მაინც რამე ისწავლოს და გაარღვიოს ეს მანკიერი წრე?

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

ძალაუფლების შესანარჩუნებლად ხელისუფლების მთავარი ტაქტიკური ამოცანაა შეინარჩუნოს კარგად აპრობირებული ორპოლუსიანი სიმბიოზი, რისი მოხერხებაც სტაბილური პოლიტიკური პროცესით შეუძლებელია. შუას გაკრეფა შესაძლებელია მხოლოდ ნეგატიური დღის წესრიგით. ქართული პოლიტიკის პარადოქსი იმაშია, რომ საკუთარი თავის გადასარჩენად მას აუცილებლად სჭირდება ნაციონალური მოძრაობა, როგორც მისი ძალაუფლების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილი. ამ ვითარების მოდელირება კი მხოლოდ დესტაბილიზაციით შეიძლება, სადაც ამოქმედდება პრინციპი – ვინც ჩემთან არ არის, ის ნაც. მოძრაობა ანუ მტერია. შემდგომ თავისივე ჩანერგილი პროვოკატორის მხრიდან პროვოკაცია “სახელმწიფო გადატრიალების” ინსცენირებით და კონფორმისტი საზოგადოების ნეიტრალიზება. ეს არის ხაფანგი, რომელსაც არაერთხელ უმუშავია. ერთადერთი კითხვა მაქვს – აქვს თუ არა უნარი პოლიტიკურ ელიტას მრავალჯერ დაშვებულ საკუთარ შეცდომებზე მაინც რამე ისწავლოს და გაარღვიოს ეს მანკიერი წრე?-აცხადებს გია ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: თუ დააპირებენ ბიუროს ჩატარებას, “ოცნების” დეპუტატებს შეექმნებათ დიდი დისკომფორტი
შემდეგი სტატიაგიორგი ვოლსკი:ეჭვი მაქვს, იქნებ ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება?