25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

გია ხუხაშვილი: აფხაზეთში 3 000 ტონა საწვავი „რამდენიმე ცისტერნა“ არ არის

თეორიულად შესაძლებელი იყო აფხაზეთისთვის საწვავის მიწოდება რეინტეგრაციული პროცესის დასაწყებად ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა არსებული ხელისუფლების პირობებში ეს დიდი ფარსია, კოლაბორაციის და ბანალური სიხარბის გამოხატულებაა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი გია ხუხაშვილი წერს.

“ახლა არითმეტიკაზე – ხელისუფლების მათემატიკოსმა სპიკერებმა “რამდენიმე ცისტერნა” ახსენეს. სინამდვილეში 3 000 ტონა მინიმუმ 100 ბენზინმზიდისგან შემდგარი კოლონაა.

ნუ, „ქოცურ“ არითმეტიკაში 100-ც რამდენიმეა და 1000-ც“ – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა. 12 აგვისტოს, მთავრობს ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ საწვავი არა ხელისუფლებამ, არამედ ბიზნესმა კანონის დაცვით შეიტანა.

banner
წინა სტატიაშიმაჭავარიანი „სუხიშვილებზე“: საქართველოს ოკუპაციის შემდეგ რუსეთში ჩასვლა პრობლემა არ იყო, უკრაინის ომის შემდეგ კი გახდა
შემდეგი სტატიააფხაზეთში ბიზნესის მიერ გაგზავნილი ტვირთი 3 ათასი ტონაა – რატი იონათამიშვილი