გია ხუხაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტს ზიანი უკვე მიადგა

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, “თიბისი ბანკთან” დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო ზიანი უკვე მიადგა ანაკლიის პორტის პროექტს და შეიქმნა ისეთი რისკები, რომლებმაც შესაძლოა, შეუქცევადი ხასიათი მიიღოს.

მისივე შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ “თიბისი ბანკის” დამფუძნებლები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, ღირსებას არ კარგავენ.

“მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე გამოვიდნენ კომისიის შექმნის ინიციატივით. გასაგებია, რომ მზად არიან, სრულად გამჭვირვალედ წარმართონ პროცესი. ეს კარგია, დეტალებს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ ამ რთულ ვითარებაშიც ძალიან ღირსეულად გამოიყურებიან და მე ვისურვებ, ბოლომდე შეენარჩუნებინოთ ეს მდგომარეობა.

რაც შეეხება კითხვას ბიძინა ივანიშვილის მიერ წილების დათმობის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მსგავსი მოთხოვნები ასეთი უხეში ფორმით არ ხდება. ადამიანებს იმაზე მეტს ვერ ათქმევინებ, ვიდრე გეგმავენ თქმას, მე ამ ეტაპზე მაკმაყოფილებს ის, რისი თქმის უფლებაც მისცეს მათ საკუთარ თავს და თეორიებს მე პირადად არ გავყვებოდი. ფაქტია, რომ ეს საქმე ყარს. პრინციპში მთავარი ზიანი, რაც მოსალოდნელია და რაც უკვე ფაქტობრივად მიადგა ანაკლიის პორტის პროექტს, ეს უკვე ცხადია და ძალიან სამწუხაროა, რომ იქ შეიქმნა ისეთი რისკები, რომელმაც შესაძლოა, შეუქცევადი ხასიათი მიიღოს“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში ღორის გრიპით 50-მდე პირია დაავადებული
შემდეგი სტატიაკობა ჩოფლიანი: აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტი საქართველოში არ უნდა გავრცელდეს!