გია ხუხაშვილი: აღარ ვცემ პატივს ერთ დროს ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს

დღის ბოლოს, მას შემდეგ რაც ემოციები დაიწურა, მოკლე რეზიუმე.
ხელისუფლებას შეეძლო ყოველგვარი მამაძაღლობის გარეშე მოეგო არჩევნები. ამისთვის სულ მარტივი რამ იყო საჭირო – იმის აღიარება, რომ მისი მრევლის გარდა სხვებიც არსებობენ, რომლებიც შეიძლება შუშის ეკლესიაში არ დადიან სალოცავად, მაგრამ არსებობენ შესაძლოა განსხვავებული რწმენით, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით და საკუთარი ფასეულობათა სისტემით. ნაცვლად იმისა, რომ ემოქმედა პრინციპით – “ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია”, მოეძებნა თუნდაც მცირე პოლიტიკური პარტნიორები და ამით გადაედგა პირველი ნაბიჯი საზოგადოების კონსოლიდაციისკენ, ნაცვლად სიძულვილის დანერგვისა და დაპირისპირებისა.
მან ეს არ გააკეთა, ყველა სხვაგვარად მოაზროვნეს “მოღალატე” უძახა მის საკუთრებაში არსებული ყველა უთოდან.
ამიტომ აღარ ვცემ პატივს ერთ დროს ჩემთვის ძალიან ძვირფას ადამიანს.
ეს გაბრაზება და ჩუმი სინანული დამრჩა ამ საღამოს, მეტი არაფერი”-წერს გიორგი ხუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია თვითიზოლაციაში იმყოფება
შემდეგი სტატია16 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური ჩატარდება