გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ტოვებს

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ტოვებს.

აღნიშნულის შესახებ გია ხუბუა სოციალურ ქსელში წერს.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას ვტოვებ პირადი განცხადების საფუძველზე. უფრო მეტი დრო, მინდა, დავუთმო ჩემს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას. მაქვს რამდენიმე სამეცნიერო პროექტი, რომელზე მუშაობაც დაწყებული მქონდა და უფრო ინტენსიურად გავაგრძელებ მათზე მუშაობას. ჩემთვის უდიდესი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა იყო, რექტორის თანამდებობიდან მემსახურა საქვეყნო მნიშვნელობის საქმისთვის, რასაც ახალგაზრდების განვითარებაზე და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვა ჰქვია. წარმატებებს ვუსურვებ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და მის თითოეულ თანამშრომელს მომავალ საქმიანობაში“, – წერს გია ხუბუა.

გია ხუბუა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად 2024 წლის ივლისში დაინიშნა.

banner
წინა სტატიაში“ყალბმა ქართულმა რეჟიმმა ტრამპი Deep State-ის იარაღად წარმოადგინა… [ ტრამპი] ავლენს ომის დამნაშავე პუტინის ტყუილებს” – უილსონი
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი – მაიკ უოლცს გაერო-ში შემდეგ ელჩად წარვადგენ, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას მარკო რუბიო შეასრულებს სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად