გია ხარჩილავას დედა-ეს გამარჯვება გაამხნევეს და საქმეებით აამეტყველეს მ.ხაზარაძემ,თ.ჭყონიამ, ჯგუფმა ფორმულამ,კ.თოფურიამ, ლ.ცუცქირიძემ

“ლაკადა კლდეთა სისტემას ნიშნავს. აქიდან გამონასუნთქ ნიავს მასქურს ვეძახით.,მაცოცხლებელს,შვების მომგვრელს.
ჰოდა,ის ისტორიული გამარჯვება ლაკადელებმა თავიანთ კუთხეს მასქურივით მოუვლინეს.
ეს გამარჯვება გაამხნევეს და საქმეებით აამეტყველეს მ.ხაზარაძემ,თ.ჭყონიამ, ჯგუფმა ფორმულამ,კ.თოფურიამ, ლ.ცუცქირიძემ.
ეს საქმეები დღეს ამშვენებენ და სულიერად აძლიერებენ წალენჯიხელებს:
აიტ სკოლის დაარსება და ფუნქციონირება;
არტ მეურნეიბის გახსნა;
ჯვარში ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი
სტადიონი,თანამედროვე მოთხოვნების სტანდარტებით აშენებული(ჯგუფი ფორმულა).
თანამედრვე მხატვართა სურათების წალენჯიხისთვის საჩუქრად გადმოცემა;
იუვენტუსის აკადემიის დაარსება;
გრანელის ნახატების გამოცემა(ჯგუფი ფორმულა);
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 20 სტატუსშეჩერებული სტუდენტის აღდგენა საქართველოს უნივერსიტეტში(კოკა თოფურია);
დღესასწაულების აღნიშვნისადმი მხარდაჭერა(თ.ჭყონია);
ლიტერატურული ფესტივალის დაარსება და ფუნქციონირება;
ჭადრაკის სახლის სრული რეაბილიტაცია(ჯგუფი ფორმულა);
დემოკრატიული ფესტივალის წალენჯიხაში ჩატარება(ლ.ცუცქირიძე)
და კიდევ მრავალი სხვაც…
არც ერთი თეთრი ამ საქმეებისთვის არ დახარჯულა ბიუჯეტიდან.
ყველა ეს ხარჯი მეგობართა ჯგუფმა გაიღო.
დიდია მათ შორის მ.ხაზარაძის წვლილი.
უმადურობა გულგრილთა,შურიანთა,საკუთარ პიროვნებაში თავდაკარგულთა ხვედრია,სულიერი სატანჯველია.
წალენჯიხელები მადლიერები არიან.
1-ლი მაისის სახ. შენობა და ეზო,ერთ დროს მისაბაძად მოვლილი,30 წლის განმავლობაში ლტოლვილთა სამ ოჯახს იფარებდა.ნაგებობა პარტახდებოდა უპატრონობისგან,ეზო გაუვალ ჯუნგლად იყო ქცეული,ფართის ნაწილი-საძროხედ.
ამ სამი ლტოლვილი ოჯახისთვის შეძენილ იქნა მათივე შერჩევით ეზოები საცხოვრებელი სახლებით და მოხდა
შესახლება.
შემდეგ ღირსება დაუბრუნდა შელახულ კუთხეს და არტმეურნეობად იქცა იგი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ და დატკბეთ ცვლილებებით,განიცადოთ ძალა,საქმის
სიყვარულით კეთებას რომ შეუძლია.
მ. ხაზარაძეა ამ ღირსების აღმდგენი.
ფეხბურთის იუვენტუსის აკადემიის გახსნა
საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში
იყო უპრეცენდენტო მოვლენა.
არა მარტო წალენჯიხის,მოსაზღვრე რაიონებიდანაც შერჩეულმა(შერჩევა ხდებოდა არა ქოც-ნაცობის,არამედ ნიჭიერების მიხედვით)ლაკადელმა ბიჭებმა საოცარი შედეგები დადეს
ამ აკადემიის კლუბებს შორის გამართულ მსოფლიო
ჩემპიონატზე-1-ელ 8 გუნდს შორის მოხვდნენ.
აღზრდის საფუძველშივე ჩაისხა მტკიცე
ნება.
ამ ბიჭების მშობლების საყურადღებოდაც ვამბობ ამას.
მ. ხაზარაძე იყო და არის ამ პროექტის სულისჩამდგმელი.
ახლა მოგიყვებით პროექტზე,მეგობართა
ჯგუფიდან ერთ-ერთმა რომ განახორციელა.
ტ. გრანელი, უნაზესი სულის პოეტი,მწვავედ განიცდიდა საბჭოურ ყოფას.პესიმიზმი სწორედ ამით იყო გამოწვეული.ვერ ვიქნებით სამართლიანი,მის ლექსებში
ეპოქალური სურათებიც რომ ვერ ვნახოთ,პოეტური გმირობის სტრიქონებიც რომ ვერ შევნიშნოთ(,,…ისევ ვცდილობ შევებრძოლო ქარებს და ვიღაცას უდარდელად ძინავს…”,,ალბათ,დილას ჩამოწვება ნისლი,მე ვატარებ ანგელოზის ნიღაბს,სადღაც შორი ტაშისცემა ისმის,სხვათა შორის მწუხარეა ვიღაც”…
სტალინს მიმართავს:,,…შე დიქტატორო,მძვინვარებ სისხლის კორიანტელით,რა იქნებოდა მამის საფლავზე დაგენთო თუნდაც ერთი სანთელი”).არა მხოლოდ სიტყვით,
არამედ ფანქარმომარჯვებულსაც
გადაჰქონდა კედელზე, ქაღალდის ნაგლეჯზე პროტესტის განცდაც.
არქივიდან ამოღებულ იქნა პოეტის 800-დე ნახატი და წიგნად გამოიცა.
მიუხედავად ხანძრისა,(ცნობილი შემთხვევაა),გამოცემის ნაწილი გადარჩა.
შემდეგ დაიწყო ამ ნახატების ლითონში ჩამოსხმა.
დამეთანხმებით,საშვილიშვილო პროექტია!
მასქურია,ლაკადის მთებიდან და ჭანისწყლის ხეობიდან ჩვენი სულის დასაამებლად მონაქროლი!
…და განახორციელა იგი ჯგუფმა ფორმულამ.
აიტ სკოლას უკვე ჰყავს თავისი აღზრდილები..
ნიკო კვარაცხელიას სახელს ატარებს იგი.
მომავლის ბიჭი სამომავლოდ ზრდის
წალენჯიხელ ახალგაზრდებს.
მ. ხაზარაძეა მისი დამაარსებელიც და
მამუშავებელიც.
…და კიდევ ბევრი რამ,რასაც,ალბათ, თავად წვრილმანად თვლის, მაგრამ კრიალოსანში თავის რიგს იკავებს და ერთ მთლიანს ქმნის.
ეს მიმოხილვა მცდელობაა, მაგრამ
მხოლოდ მცდელობა,რადგან მადლიერების ეს გამოხატულება
არაა მთელი სისავსით თქმული.
თქვენ,ბატონო მამუკა,სხვა მეგობრებთან ერთად დღესაც გვერდით უდგახართ
წალენჯიხას,ამ ურჩ და საქართველოში გამარჯვების სურნელის მომტან
რაიონს.
მადლობა გია ხარჩილავას სახელით!
მე მისი დედა ვარ!,-წერს საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, ვარო კვარცხელია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე – ივანიშვილის მმართველობის შედეგი: მტრებს ვიმატებთ, მეგობრებს ვკარგავთ და ქვეყანას სრული კატასტროფა ემუქრება
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე გია ხარჩილავას დედას-მე გიას სახელს, წალენჯიხელებს და მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის არ ვუღალატებ