გია ხარჩილავა: სააკაშვილმა ჩვენი თავისუფლებისთვის დათმო თავისუფლება (video)

“პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი გია ხარჩილავა. მისი თქმით, ხელისუფლებამ წაიღო კონსტიტუცია.
ხარჩილავა ამბობს, რომ ახლა ბრძოლა მიდის თავისუფლებისთვის.

“ჩვენ ვკარგავთ ცივილიზაციის ადგილს, არასდროს ასე ძლიერ რუსეთის სუნთქვა ჩვენს ხერხემალთან არ გვიგვრძნია. მივმართავ ყველა რელიგიის, კონფესიის წარმომადგენელს, რომლებისთვისაც ადამიანის სიცოცხლე არის უძვირფასესი და მივმართავ შუას, შუას დაბრუნების დროა, იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრებენ, ლუკმაპურზე ზრუნავენ, მუშაობენ ქარხნებში დანადგარებთან, ოფისებში, მაგრამ როცა ერი ითხოვს, ისინი გამოდიან ქუჩებში და ღებულობენ გადაწყვეტილებას!

და დღეს ბრძოლის ხაზი ღირსების ბარიერთან გადის და ამ ბარიერთან მოვუწოდებ ერთი კაცის, ერის და ქვეყნის თავისუფლებისათვის”-აცხადებს ხარჩილავა

https://youtu.be/R7h0WuVoS3c

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი – უახლოეს მომავალში საქართველოს ევროპელი კოლეგების კიდევ უფრო წარმომადგენლობითი და მრავალრიცხოვანი შემადგენლობა ეწვევა
შემდეგი სტატიასააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება