გია ხარჩილავა: “ორივე დაკავებული დიდი ხნის თანამშრომელია. აქ დამხვდნენ საკუთარი გამოცდილებებით… დაინტერესებული ვართ, რა მოხდა”

“ორივე დაკავებული დიდი ხნის თანამშრომელია. აქ დამხვდნენ საკუთარი გამოცდილებებით… დაინტერესებული ვართ, რა მოხდა”, – ამის შესახებ წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა სოციალურ ქსელში წერს და ქრთამის აღების ბრალდებით მერიის 2 თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება.

1. წალენჯიხის მერიის პრიორიტეტი თავიდანვე იყო კორუფციასთან ბრძოლა და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მერიაში ამოძირკვულია მისი სისტემური ხასიათი და ეს გახლავთ ამ წლებში ერთეული, ერთადერთი ფაქტი!
2. ორივე მათგანი, (დაკავებული), დიდი ხნის თანამშრომლები არიან და აქ დამხვდნენ საკუთარი გამოცდილებებით.
3. ჩვენ თვითონ ვართ დაინტერესებული, რა მოხდა და უკვე აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან! ძალიან ვთხოვ ყველას, გამოძიების დასრულებამდე, თავი შევიკავოთ მთლიანად მერიის რეპუტაციული ზიანისგან!, – წერს ხარჩილავა.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები თ. მ. და ბ. ძ. დააკავეს

 

banner
წინა სტატიაშისტოლტენბერგი: “შვედეთი NATO-ს 32-ე წევრი გახდება
შემდეგი სტატიაუნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა