გია ხარჩილავა: ნათელი მომავალი კოალიციაშია

ოპოზიციური მერი!
ოპოზიციური საკრებულო!
გამარჯვება კოალიციაშია!
ხვალ გამარჯვების დღეა!
ყველა ხმა ოპოზიციას!!!

არჩევნების მეორე ტურის წინ გია ხარჩილავამ კიდევ ერთხელ საგანგებოდ მიმართა წალენჯიხის მოსახლეობას. მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი კმაყოფილებას გამოთქვამს ჩატარებული საარჩევნო კამპანიის გამო. მისი თქმით, ოპოზიციამ ევროპული კამპანია ჩაატარა.
ხარჩილავას განცხადებით, ხელისუფლებამ ამ კამპანიას რეპრესიები დაუპირისპირა. ხარჩილავა კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ წალენჯიხელმა ამომრჩეველმა ზეწოლებს გაუძლო.
მერობის კანდიდატი მადლობას უხდის მათ გამძლეობისა და თანამებრძოლობისთვის.
ხარჩილავა დარწმუნებულია, რომ 30 ოქტომბერს წალენჯიხა უარს ეტყვის ძალადობას და აირჩევს ნათელ მომავალს. ნათელი მომავალი კი ხარჩილავას თქმით, კოალიციაშია.

https://youtu.be/B1rCJDYL-W8

banner
წინა სტატიაშიიოსებ ხახალეიშვილი – ჩემს ოჯახთან ერთად ვდგავარ თქვენ წინაშე ღირსებით და ხვალ ერთად მინდა, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – პატიმარი სააკაშვილი არ არის და არ იქნება პრივილეგირებული მას უამრავი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის წინაშე