გია ხარჩილავა – ეს სახელი და გვარი, უკვე ისტორიაა, ლეგენდარული ქართველის, ღირსების, თავისუფლების, გამბედაობის, კაცობის!
მკვდრადშობილ ქოცებს, რომლებსაც წალენჯიხაში გია ხარჩილავას და მისი ღვაწლის აუგად მოხსენიებით და დაკნინებით დაუწყიათ “საარჩევნო” კამპანია მინდა მივმართო,
გია ხარჩილავას სახელი, გარდაცვლილი უფრო მეტს გააკეთებს, მოუტანს მის საყვარელ ქალაქ წალენჯიხას, ვიდრე თქვენ “ცოცხლები”, დაბადებიდან მკვდრადშობილნო!
ამ ეპოქალურმა ქართველმა, შეძლო იმდენი მის ხანმოკლე სიცოცხლეში, რომ საუკუნეებს გაუძლებს მისი სახელი და გვარი, წალენჯიხის ფარგლებს გარეთაც (მისი მიღწევების და საქმეების არასრულ ჩამონათვალს კომენტარებში იხილავთ.)
მისი მემკვიდრეობა მუდმივად იქნება რიგითი ადამიანების გულებში, ქალაქის ქუჩებში, სკოლებში, წალენჯიხელების ყოველდღიურობაში , სადაც მისი საქმეები ყოველდღიურად ახსენებენ ადამიანებს, რომ სიმართლისთვის, თავისუფლებისთვის და საკუთარი ხალხისთვის ბრძოლა ღირს!
გიამ საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა ხალხს, წალენჯიხელებს, საქართველოს!
მას და მის როლს, მის უდიდეს საქმეებს, ვერ დააკნინებთ პატარა კაცმაცუნები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ უვარგისობის და არაკაცობის გამოვლინება შეგიძლიათ.
გიას დაწერილ ისტორიას ვერ გადაწერთ, ვერ გააყალბებთ, მასთან ახლოსაც კი ვერ მიხვალთ!
არ გაპატიებთ და არ შეგარჩენთ მისი სახელის, მისი მიღწევების დაკნინების მდაბიო მცდელობას!
დიდება გია ხარჩილავას სახელს!
დიდება თავისუფალ საქართველოს!- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იგორ ნარმანია წერს.















