გია ხარჩილავა: ერთპარტიული მმართველობის დასრულება ხალხის დაკვეთაა (ვიდეო)

თვითმმართველ ქალაქებში ახალი მოწვევის საკრებულოები დღეს პირველად შეიკრიბება. განახლებულმა შემადგენლობამ უნდა აირჩიოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე ან მოადგილეები.

პროცედურა ასეთია – სხდომებს შესაბამისი საოლქო კომისიების თავმჯდომარეები გახსნიან, შემდეგ კი, თავმჯდომარის არჩევამდე, პირველ სხდომას უხუცესი წევრი უხელმძღვანელებს.

ბოლო ხუთი წლის პრაქტიკით, საკრებულოებს “ოცნების” უმრავლესობა პირველივე სხდომაზე აკომპლექტებდა, თუმცა წელს ასე არ იქნება, რადგან მმართველმა გუნდმა მოწინავე პოზიცია რიგ ქალაქებში დაკარგა.

ახალი საკრებულო შეიკრიბა წალენჯიხაშიც.

წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალირეტია ქვეყანაში, სადაც ოპოზიციონერი აირჩიეს მერად.

წალენჯიხის მერმა გია ხარჩილავამ იმედი გამოთქვა, რომ ახალი საკრებულო ხალხის საკეთილდღეოდ იმუშავებს.
მისი თქმით, საქართველოში ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს.

 

https://youtu.be/IMMKwwZV9Rs

banner
წინა სტატიაშიმარტვილის საკრებულოს შენობაში პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლები მივიდნენ
შემდეგი სტატია“ნაცმოძრაობის” წევრი საკრებულოში – უკვე კეთდება განცხადებები, რომ ოპოზიციას არაფერს დაუთმობენ, მზად ვართ ბრძოლისთვის